“გალათასარაის” ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე მელო შესაძლოა იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს. ფეხბურთელს ლონდონის “არსენალს,” “ჩელსისა და “ლივერპულს” უკავშირებდნენ, თუმცა სამხრეთამერიკელს იტალიაში დაბრუნება სურს. როგორც იტალიური პრესა იუწყება, მოთამაშემ კარიერა შესაძლოა “ინტერში” გააგრძელოს.
“მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული იტალიის სერია A-ში დავბრუნდებოდი. ტურინში კვლავ მაქვს სახლი, მომწონს იქაური გარემო. თუ მომიწევს იტალიაში დაბრუნება, ჩემი ოჯახი ბედნიერი იქნება”, - აღნიშნა მელომ Gazzetta dello Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში.
2008 წელს მელო “ალმერიადან” ფლორენციის “ფიორენტინაში” გადავიდა, ხოლო ერთი სეზონის შემდეგ ტურინის “იუვენტუსთან” გააფორმა კონტრაქტი. საერთო ჯამში იტალიის სერია A-ში 3 სეზონი დაჰყო.