იტალიური “მილანის” კაპიტანმა რიკარდო მონტოლივომ ფეხის ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
Il Corriere dello Sport-ის მტკიცებით, იტალიელი ნახევარმცველი იძულებული გახდება საოპერაციო მაგიდაზე დაწვეს და წვივის ძვალზე, რომლის ტკივილიც მას რეგულარულად აწუხებს, ოპერაცია გაიკეთოს.
თუ ქირურგიული ჩარევა მართლაც შედგება, რიკარდო საწვრთნელ პროცესს 2 თვის შემდეგ დაუბრუნდება. მიმდინარე სეზონში მონტოლივოს ტრავმების მუდამ თან სდევდა და სერია A-ს მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.