ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელს დიდიე დროგბას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, “არისტოკრატები” კი კოტდივუარელისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებენ.
ლონდონური გუნდის კაპიტან ჯონ ტერის დროგბა გასაშვებად არ ეთმობა და აღნიშნავს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი “ჩელსიზე” დადებით გავლენას ახდენს.
“ვიმედოვნოთ, იგი მომდევნო სეზონშიც აქ იქნება. დროგბა მოედანზე და მის გარეთ გუნდის ფუნქციონირებაში დიდ როლს ასრულებს. როდესაც წაგების გამო ვწუხდით ხოლმე, იგი გვამხნევებდა, გვირჩევდა დავიწყებას და გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც ასეთი გამოცდილი და დიდებული ადამიანისგან გამამხნევებელი სიტყვები გესმის, ყველაფერი მწყობრში დგება”, – აცხადებს ტერი.
მიმდინარე სეზონში “ჩელსის” კაპიტანმა დიდიე დროგბასთან ერთად ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა. აფრიკელი ფეხბურთელი გუნდს პრემიერლიგაში 27 მატჩში 4 გატანილი გოლით დაეხმარა.