ფეხბურთი

15:16 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” დროგბას შემცვლელად ლამბერტს მოიაზრებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” თავდამსხმელმა რიკი ლამბერტმა შესაძლოა კარიერა ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელოს.

დიდიე დროგბას “არისტოკრატებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მომდევნო სეზონიდან ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ლონდონელები კოტდივუარელის შემცვლელად ლამბერტს მოიაზრებენ.

33 წლის ინგლისელი “მერსისაიდელებს” 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბის იმედები ვერ გაამართლა. 33 მატჩში თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 5-დან 4 მილიონ ევრომდე დაიწია.

0.150135