ფრანგულ აიქს ენ პროვენსში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 64 500 ევრო) ქართელი ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ჩაივლის.
საქართველოს პირველ ჩოგანს Open du Pays d'Aix-ის ძირითად ბადეში უნდა ეთამაშა, თუმცა, ბოლო წუთს ბარძაყის ტრავმის გამო მოიხსნა.
ახლა, ფრანგული ჩელენჯერში, ესპანელ დანიელ მუნო-დე ლა ნავას, ბასილაშვილის ნაცვლად, “იღბლიანი წაგებულის” სტატუსის მქონე პოლონელი ანდრეი კაპასი გაეჯიბრება.