ფეხბურთი

14:17 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსი” ლორიას შეძენაზე ფინალის შემდეგ იზრუნებს

საბერძნეთის თასის ფინალის შემდეგ, პირეოსის “ოლიმპიაკოსი” ახალი ფეხბურთელების შეძენას დაიწყებს და ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იქნება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sport-fm.gr-ი იუწყება.

“ოლიმპიაკოსმა” წელს საბერძნეთის ჩემპიონის მორიგი ტიტული მოიპოვა და კლუბის პრეზიდენტი ვანგელის მარინაკისი შემადგენლობის გასაძლიერებლად 20 მილიონ ევროს გამოჰყოფს.

sport-fm.gr-ის ინფორმაციით, ლორიამ ოფი-ში საუცხოო სეზონი ჩაატარა და “ოლიმპიაკოსსაც” შეუთანხმდა. ბერძნულ კლუბში 29 წლის მეკარე უნგრელი ბალაჟ მედიერის შემცვლელად განიხილება, რომელიც ესპანელი რობერტო ხიმენესის თადარიგში იჯდა.

0.121239