ფეხბურთი

13:47 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” იკარდიში 30 მილიონს იხდის

მილანის “ინტერმა” არგენტინელ თავდამსხმელ მაურო იკარდისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შეაჩერა, რადგან მის მიმართ ინტერესი ლონდონის “ჩელსიმ” გამოთქვა.

Sport Mediaset-ის ცნობით, ინგლისელები მზად არიან 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს იყვნენ და თავად იკარდიც აცხადებდა, რომ მილანში დარჩენა სურდა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 44 მატჩში მაურომ 23 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.133756