ფეხბურთი

13:03 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძემ “შახტარს” ქულები დააკარგვინა

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის 22-ე ტურში, ლუცკის “ვოლინმა”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე და უკრაინის მოქალაქე მცველი თემურ ფარცვანია გამოდიან, თავის მოედანზე დონეცკის “შახტარს” დაუზავდა.

კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ფარცვანია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.

დონეცკელებს ორი ქულის დაკარგვა ძვირი დაუჯდათ, რადგან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ კიევის “დინამოს” 7 ქულით ჩამორჩნენ და 49 ქულით მესამე პოზიციაზე არიან, ხოლო 50 ქულით მეორე საფეხურზე “დნიპროა”, რომლის ღირსებას ჯაბა კანკავა იცავს.

“ვოლინი” 26 ქულით უკრაინის 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

0.133169