ინგლისური მედიის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა ესპანელმა მეკარე დავიდ დე ხეას ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი დაუნიშნოს და კვირაში ხელფასის სახით 200 000 გირვანქას დაუნიშნავს. “ფურია როხას” გოლკიპერი ამჟამად 150 000 გირვანქას იღებს.
მიმდინარე სეზონში ესპანელს მადრიდის “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. დე ხეას “წითელ ეშმაკებთან” ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში 24 წლის დავიდმა 41 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 42 გოლი და 13 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოასწრო. დე ხეას სატრანსფერო ფასმა 2014/15 წლების სეზონში 18-დან 25 მილიონ ევრომდე აიწია.