მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “სან სიროზე” მოქმედი და ყოფილი ცნობილი ფეხბურთელების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, სადაც კლუბმა “ნერაძურის” ლეგენდის ხავიერ ძანეტის 4-ნომრიანი მაისური უკვდავყო. ამიერიდან “ინტერის” არცერთ ფეხბურთელს 4 ნომრით თამაში არ შეეძლებათ.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იტალიური გრანდის რიგებში 1995 წლიდან 2014 წლის ზაფხულამდე თამაშობდა, 858 ჩატარებულ შეხვედრაში კი ნახევარმცველმა 21 გოლი გაიტანა. ამჟამად სამხრეთამერიკელი “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტია.