ფეხბურთი

1:27 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"კალიარიმ" იმედი დაიტოვა

იტალიის სერია A-ს XXXIV ტური დღეს ერთი შეხვედრით გაგრძელდა. კუნძულ სარდინიაზე ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი “კალიარი” და უკვე გავარდნილი “პარმა” დაუპირისპირდნენ.

მასპინძლებს ამ თამაშში იმისათვის, რომ არგავარდნის შანსი დაეტოვებინათ აუცილებლად სამი ქულა სჭირდებოდათ, რასაც საბოლოოდ ჯანლუკა ფესტას შეგრიდებმა ადვილად მიაღწიეს. თამაშის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა, როცა კუნძულელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 63-ე წუთზე დუჟე კოპმა დააფიქსირა. ახლა “კალიარის” ელიტაში დარჩენის იმედი გაუღვივდა. ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე “როსობლუ” სამშვიდობოს მყოფ ბერგამოს “ატალანტას” 6 ქულით ჩამორჩება.

“კალიარი” – “პარმა” 4:0 (3:0)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 11.000

“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; დესენა, ეკდალი, დონსა (კრესეტიჯი 46); მპოკუ (ლონგო 82); ფარიასი (ბარელა 68), კოპი

მწვრთნელი: ჯანლუკა ფესტა

“პარმა” (3-5-2): იაკობუჩი; მენდესი, კოსტა, ფედალი; ვარელა, მაური, ნოჩერინო, ხორკერა, გობი; კოდა (პალადინო 57), გეძალი (ლილა 71)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 ეკდალი (3), 2:0 ფარიასი (14), 3:0 მპოკუ (38), 4:0 კოპი (63)

გაფრთხილება: მპოკუ (35), დესენა (37), ბარელა (86) – კოდა (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 18 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:4 გაფრთხილება: 3:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 18, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 16, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16.

0.116861