მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის სამი ხედირას შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “დორტმუნდი” ეცდება – იუწყება ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild–ი.
28 წლის ნახევარმცველის “სიგნალ იდუნა პარკზე” ხილვა ტომას ტუხელს სურს, რომელიც “დორტმუნდში” მუშაობას ზაფხულიდან შეუდგება. ხედირამ ხშირი ტრავმიანობის გამო “რეალის” ძირითადში ადგილი დაკარგა და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისთანავე მადრიდის დატოვება მოუწევს. მას “ბლანკოსთან” მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.
ხედირამ მიმდინარე სეზონში “რეალის” მაისური 17-ჯერ მოირგო.