ფეხბურთი

18:14 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეყილაძის საშინაო მარცხი

იტალიის საფეხბურთო ლეგა პრო A-ს (მე-3 ლიგა) 37-ე ტურში, “სუდტიროლმა”, სადაც ირაკლი შეყილაძე გამოდის, თავის მოედანზე “ჯიანა ერმინიოსთან” 0:2 წააგო.

22 წლის ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. “სუდტიროლს” 44 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-14 პოზიციაზეა.

სომხეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში, “ულისმა”, სადაც არაერთი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სახლში “განძასარს” ვერ სძლია – 0:0. მასპინძლების სასტარტოში გალაქტიონ ზოიძესა და ირაკლი გეფერიძესთან ერთად, რუსული პასპორტის მქონე ირაკლი ჭეჟია, ლევან ჯღარკავა და დავით ხურციძე იმყოფებოდნენ. გიორგი ხუბუა, რომელიც საქართველოშ მოქალაქეა, თადარიგში იყო. “ულისი” 43 ქულით 8 გუნდში მესამეა.

0.117538