ფეხბურთი

16:26 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” “ლევერკუზენის” კორეელი ტალანტის შეძენა სურს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ლივერპული” მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლევერკუზენის “ბაიერის” სამხრეთკორეელი შემტევი სონ ჰიუნგ-მინი გადაიბიროს. აზიელი ფეხბურთელის აგენტმა “მერსისაიდელთა” ინტერესი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ინგლისელებს მისი ყიდვა ძალიან უნდათ.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 14 მილიონიდან 16 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ეროვნულ ნაკრებში სონი 18 წლის ასაკიდან ასპარეზობს და 41 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

0.135366