კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ესპანურ TV3-თან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანი ალვეშს “ბლაუგრანას” რიგებში დარჩენა სურს.
“ალვეში კლუბში დარჩენასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე წასვლასთან. ჩვენ მას დარჩენა ვთხოვეთ და მის აგენტთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ვიმედოვნებთ, რომ სეზონის ბოლოს ბრაზილიელი ჩვენ მიერ შეთავზებულ წინადადებას დათანხმდება. დანის “ბარსელონაში” თამაში სურს. როდესაც ორივე მხარის მიზანი ერთია, შეთანხმებაც მარტივად მისაღწევია.” – განაცხადა ბართომეუმ.
“ბარსას” პრეზიდენტს ალვეშისადმი შესათავაზებელი ახალი კონტრაქტის დეტალები სააშკარაოზე არ გამოუტანია. ფეხბურთელს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით მომდევნო სათამაშო წელს სამხრეთამერიკელს კვლავ “ბარსელონას” რიგებში ვიხილავთ.