ფეხბურთი

14:09 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” 2015/16 წლების უეფას და ეროვნული კატეგორიების ლიცენზია მიიღო

გორის “დილას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლიცენზირების კომიტეტმა შიდაქართლური კლუბის არსებული მდგომარეობა შეისწავლა და “დილას” 2015/16 წლების უეფას და ეროვნული კატეგორიების ლიცენზია მიანიჭა.

საკლუბო ლიცენზირების კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ გორელებს უეფას და ეროვნული ლიცენზიის სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევა არ აქვთ. კლუბმა სამართლებრივი, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, საკადრო-ადმინისტრატიული და სპორტული კრიტერიუმები დააკმაყოფილა.

0.119818