ფეხბურთი

12:46 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკმა “ზენიტთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჰალკმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და რუსულ კლუბში 2019 წლის ივლისამდე დარჩება.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი “ზენიტს” “პორტუდან” 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 106 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 42 მატჩში მეტოქე 19-ჯერ დაამწუხრა და 15 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.115979