ფეხბურთი

19:50 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” პრემიერლიგა მოიგო

პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში “ჩელსიმ” შინ “კრისტალ პალასი” ენენ აზარის ერთადერთი გოლით, 1:0 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონი გახდა.

“არისტოკრატებმა” ამ დროისთვის ცხრილში 83 ქულა დააგროვეს და ჩემპიონის ტიტული შეჯიბრების დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოიპოვეს.

კლუბმა თავის ისტორიაში ჩემპიონობა მეხუთედ მოიგო. (1954/55, 2004/05, 2005/06, 2009/10, 2014/15).

“არისტოკრატთა” თავკაცი ჟოზე მოურინიო პრემიერლიგის გამარჯვებული მესამედ გახდა. მოურინიომ “ჩელსისთან” ერთად მერვე ინგლისური ტიტული მოიპოვა, ხოლო თავის სამწრთვნელო კარიაერაში - 25-ე.

0.200424