ფეხბურთი

18:18 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ტოტენჰემს” სალაჰის დამატება სურს

ლონდონის “ტოტენჰემს” “ჩელსის” ნახევარმცველის მუჰამედ სალაჰის გადაბირება სურს. ფეხბურთელი ამჟამად “ფიორენტინაში” არის განათხოვრებული. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 22 წლის ეგვიპტელი ნახევარმცველის “ტოტენჰემში” გადასვლას ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო ლობირებს. მიმდინარე სეზონში სალაჰმა “ფიორენტინას” მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.117773