კალათბურთი

14:13 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 15 ქულა 17 წუთში

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგის მეოთხედფინალური სერია იოლი გამარჯვებით დაიწყო. მოსკოველებმა ყაზახურ ასტანას პირველი ტაიმი 5 ქულით მოუგეს, მეორეში კი მეტოქეს მხოლოდ 16 ქულა (!) ჩააგდებინეს და 45 ქულის სხვაობით – 103:58 გაანადგურეს.

ქართველი კალათბურთელი რუსული გრანდის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:44 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანებშიც იდენტური შედეგი ჰქონდა.

მანუმ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. საქართველოს ნაკრების მცველის დარად 15 ქულა მიითვალა ცსკა-ს კაპიტანმა ვიკტორ ხრიაპამ, 17 ქულითYყველაზე შედეგიანი კი ფრანგი ნანდო დე კოლო იყო.

მეოთხედფინალის მე-2 მატჩი ისევ მოსკოვში 4 მაისს შედგება, სერია კი სამ მოგებამდე გაგრძელდება.

0.116505