ფეხბურთი

14:12 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” სტერლინგში 55 მილიონს იხდის

ბრიტანული მედიის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ლივერპულის” შემტევის, რაჰიმ სტერლინგის ყიდვას შეეცდება. წყაროს ცნობით, 20 წლის ინგლისელის შესაძენად მანჩესტერული კლუბი 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას აპირებს.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ “ლივერპული” ზაფხულში სტერლინგის გაყიდვას აპირებს და ფეხბურთელს 50 მილიონ გირვანქას აფასებს.

მიმდინარე სეზონში სტერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.111198