ტაივანელი ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის შეხვდა და მოლაპარაკება გამართა. შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს კლუბის 51% პროცენტის ყიდვის შესაძლებლობა.
მართალია, ტეჩაუბოლი ამ ეტაპზე “როსონერის” საკონტროლო პაკეტს ვერ შეიძენს, თუმცა გუნდს ტრანსფერებისთვის 100 მილიონ ევრომდე გამოუყოფს, “მილანის” პრეზიდენტი კი ჯერჯერობით სილვიო ბერლუსკონი იქნება.
იტალიური მედია იუწყება, რომ ტაივანელს სურს გუნდში კარლო ანჩელოტი დააბრუნოს. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მილანელებმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეს. ბას სურს “მილანის” შავი დღეები წარსულს ჩაბარდეს და გუნდმა იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა კვლავ მოიგოს და ევროპის ერთ-ერთი ფავორიტი კლუბი გახდეს.