ამ ბოლო დროს ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო ნესტა და მისი მეუღლე, ყოფილი მოდელი, გაბრიელა პანიოცი იშვიათად ჩნდებიან ფართო საზოგადოების წინაშე. ამის მიზეზი, გაბრიელას თქმით, უპირველესად ისაა, რომ მათი თავისუფლაი დრო მთლიანად ოჯახს მიაქვს და ნაკლებად იცლიან ტელეკამერების წინ საყელყელაოდ.
სიმართლე რომ ვთქვათ, ნესტა და გაბრიელა პანიოცი არც ადრე გამოირჩეოდნენ ბულვარულ მედიასთან განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობებით, თუმცა ამ ბოლო დროს საერთოდ მიიყურისძირეს ეს ხალხი, რაც ბუნებრივია “ყვითელ” მოკალმეებს არ მოეწონებათ, რადგან არსობის პურს ისინი სწორედ ცნობილი ადამიანების შესახებ ტყუილ-მართლის წერით შოულობენ.
რამდენიმე წლის წინ, ცნობილ იტალიურ კურორტ კაპრიზე ერთ-ერთი აპენინური ჟურნალის პაპარაციმ ალესანდროსა და მის მეუღლეს პლაჟზე უხერხული ფოტოები გადაუღო და საქვეყნოდ გაავრცელა, რამაც ლეგენდარული მცველი ნამეტანი გააბრაზა. შესაძლებელია სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ამ ადამიანების მედიასთან გაუცხოების პროცესი. რას გაუგებ მათ?...