ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სკუდეტოს მოგებამ ძლიერ გაახარა და ახლა კოლექციის ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის თასებით გამდიდრებაზე ფიქრობს.
“ბებერმა ქალბატონმა” სერია A-ს 34-ე ტურში “სამპდორია” 1:0 დაამარცხა და მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა, რის შემდეგაც ალეგრი Mediaset-ს ესაუბრა.
“სკუდეტოს მოპოვების შემდეგ დიდ ემოციებში ვარ. ზედიზედ ოთხი ტიტულის მოგება “იუვენტუსისთვის” ბრწყინვალე მიღწევაა. “სამპდორიასთან” კარგად ვითამაშეთ, რადგან ჩემპიონატში გამარჯვებასთან დაკავშირებით ზედმეტი ფიქრები არ გვაწუხებდა. ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ, გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე არ მიფიქრია. ჩემპიონებით დაკომპლექტებულ კოლექტივს მივეცი იმის საშუალება, რომ თავისი საქმე ეკეთებინათ. თუმცა, “იუვენტუსში” მუდმივად ვნერგავდი ჩემ საკუთარ სათამაშო სტილს. სეზონი ჯერ არ დასრულეულაბა, შანსები გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის თასზე და ორივეგან ბოლომდე ვიბრძოლებთ” - განაცხადა ალეგრიმ.