ფეხბურთი

3:30 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შტუტგარტი” ბოლო წუთების მსხვერპლია

“ბაიერნს” ვერ იცნობდით, იმდენმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა. გამოვიდა ესპანელი ხავი მარტინესი და მას დამატებული ახალგაზრდები, რომლებსაც პრაქტიკა სჭირდებათ და სად უნდა მიიღონ, თუ არა სატურნირო მნიშვნელობით არაფრის მომცემ (ეს “ბაიერნისთვის”, თორემ “ლევერკუზენისთვის” მეტად საჭირო იყო ეს მოგება) თამაშში... სავარაუდოდ, პეპ გვარდიოლა ფიქრებში უკვე ბარსელონაში იყო. რამდენიმე დღეში ხომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ელის.

“ლევერკუზენიდან” მორიგი ლამაზი საჯარიმო შეასრულა ჩალჰანოღლუმ და თავისიანები დააწინაურა, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ბრანდტმა მეორე გაუტანა ნოიერს. უნდა ითქვას, რომ არაერთი შანსი მიუნხენელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. განსაკუთრებით კი გიოტცე სცოდავდა.

“შალკე” “შტუტგარტთან” ჯერ იგებდა, შემდეგ აგებდა და საბოლოოდ, მაინც იმარჯვა – 3:2. დუბლი შეასრულა კლას-იან ჰუნტელაარმა და მეხუთე ადგილზე დატოვა გუნდი. ისე, შეგეცოდება “შტუტგარტი”, რადგან უკვე რამდენჯერ მოხდა, რომ იგებდნენ და ბოლო წუთებში ვეღარ გაძლეს. ჰუბ სტევენსის გუნდი გავარდნის მთავარი კანდიდატია.

“ვერდერმა” ზელკეს გოლით იმარჯვა და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი გაიუმჯობესა. აი, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი კი “ჰოფენჰაიმსა” და “დორტმუნდს” შორის შედგა და პირველი ტაიმის ბოლოს გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. 1:1 და ორივეს შანსი აქვს ევროზონაში მოხვედრისა, თუმცა იურგენ კლოპის გუნდს მთავარი თამაში წინ ელის: თასის ფინალი “ვოლფსბურგთან”.

“ჰანოვერს” თუ ასე შეეძლო თამაში, აქამდე სად იყო? “ვოლფსბურგს” სტუმრად ისე უტევდა, თითქოს ფავორიტი ყოფილიყო და ვერ გაიგებდი, რომელი გუნდი იყო მეორე ადგილზე და რომელი – აუტსაიდერთა ზონაში. ჰანოვერელები ორი ბურთის ხვაობით აგებდნენ, მაგრამ გაათანაბრეს და მოგებასთანაც ახლოს იყვნენ. “მგლების” მეკარე დიეგო ბენალიომ არაერთი რთული ბურთი მოიგერია.

დრამატული გამოდგა მატჩი ფრაიბურგში, თანაც, ექვსქულიან შეხვედრას რომ ეძახიან, ისეთი იყო. “ფრაიბურგი” ნილს პეტერსენის გოლით ამარცხებდა “პადერბორნს”, მაგრამ ბოლო ოც წუთში ყვლაფერი უკუღმა დატრიალდა: ლუკაშ რუპმა დუბლი შეასრულა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა თავისიანებს. ნანატრი მოგება იყო “პადერბორნისთვის”, რომელიც საშიშ ზონაში მყოფი ხუთეულიდან ახლა ყველაზე კარგ მდგომარეობაშია.

აუგსბურგი-კიოლნი 0:0

აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, ჰონგი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, ფოილნერი (ჯი 68), ტობიას ვერნერი, ალტინტოპი (ჰიობერგი 58), ბობადილია, ეშვაინი (მატავჟი 83)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (ნაგასავა 70), ჰექტორი, მარო, ვიმერი, გერჰარდტი (სვენტო 77), ლემანი, რისე, ფიოგტი, ოსაკო, უჯა (მავრაი 55)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

მსაჯი: ფრიტცი

ბურთის ფლობა: 60-40, დარტყმა: 16 (3) – 6 (1), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 9-15

ფრაიბურგი-პადერბორნი 1:2 (1:0)

ფრაიბურგი: ბიურკი, კრმაში, რიტერი, ზორგი (გიუნტერი 46), დარიდა, ფრანტიც (ფილიპი 33), ჰოლფერი, შმიდი, შუსტერი, მეჰმედი, პეტერსენი (კლაუსი 71)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

პადერბორნი: ლუკაშ კრუზე, ჰანემაიერი, რაფა (რუპი 64), ციგლერი, ბაკალორცი, ბრიუკნერი, კოჩი (ვემერი 46), შტოპელკამპი, ვუჩინოვიჩი (საგლიკი 77), კაჩუნგა, ლაკიჩი

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

გოლები: 1:0 პეტერსენი (40), 1:1, 1:2 რუპი (70, 79)

გაფრთხილება: ბრიუკნერი (38), შუსტერი (67), კაჩუნგა (83), ციგლერი (89)

მსაჯი: გრეფე

ბურთის ფლობა: 58-42, დარტყმა: 15 (5) – 14 (6), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-4, ჯარიმა: 10-13

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 1:1 (1:1)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, აბრაჰამი (კიმი 81), ბეკი, ბისაკჩიჩი, თოლიანი, Pოლანსკი, ფირმინო, შვეგლერი (სალიჰოვიჩი 90), შალაი, მოდესტე (შიპლოკი 75), ფოლანდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, ბლაშჩიკოვსკი (კამპლი 41), გიუნდოგანი, კაგავა (იმობილე 74), კელი, მხითარიანი, ობამეიანგი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ფოლანდი (33), 1:1 ჰუმელსი (35)

გაფრთხილება: ფირმინო (26), კელი (48), კამპლი (55), დურმი (73)

მსაჯი: დრესი

ბურთის ფლობა: 51-49, დარტყმა: 15 (4) – 11 (3), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 4-6, სეივი: 2-3, ჯარიმა: 14-19

შალკე-შტუტგარტი 3:2 (1:1)

შალკე: ფერმანი, აოგო, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ფარფანი (დრაქსლერი 57), გორეცკა (მაიერი 71), ლეროი სანე, ნოიშტადტერი, ჰუნტელაარი, ჩუპო-მოტინგი (კ-პ. ბოატენგი 63)

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი, ნიდერმაიერი, შვააბი, გენტნერი, მაქსიმი (დიდავი 70), სერეი, გინჩკი, ჰარნიკი (რომეუ 88), კოსტიჩი (ტიმო ვერნერი 79)

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (90, 1:1 ჰარნიკი (22), 1:2 კოსტიჩი (51), 2:2 ჰუნტელაარი (78), 3:2 კლაინი (89 ავტოგოლი)

გაფრთხილება: ჰუნტელაარი (80)

მსაჯი: ცვაიერი

ბურთის ფლობა: 61-39, დარტყმა: 20 (6) – 15 (7), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 5-3, ჯარიმა: 14-14

ვერდერი-აინტრახტი 1:0 (0:0)

ვერდერი: კასტელსი, გაბრე სელასი, პრიოდლი, ლუკიმია, შტერნბერგი, ფრიტცი, ჰაიროვიჩი (ოზთუნალი 60), იუნუზოვიჩი (ფრიოდე 90), ბერგფრედე, დი სანტო, ზელკე (მაკიადი 81)

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

აინტრახტი: ტრაპი, იგნიოვსკი, ანდერსონი, ოცზიპკა, რუში, შტენდერა, კიტელი (ინუი 20), მედოევიჩი (ვალდშმიდტი 70), ჰასებე, სეფეროვიჩი, ვალდესი

მწვრთნელი: თომას შააფი

გოლი: ზელკე (66)

გაფრთხილება: შტენდერა (39), ლუკიმია (52), ინუი (66), შტერნბერგი (72)

მსაჯი: გაგელმანი

ბურთის ფლობა: 45-55, დარტყმა: 16 (8) – 14 (5), კუთხური: 10-5, თამაშგარე: 6-2, სეივი: 5-7, ჯარიმა: 18-14

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 2:2 (2:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტიმ კლოზე, ნალდო, არნოლდი (ტრაში 83), როდრიგესი, ლუის გუსტავო, ვიერინია, შიურლე (კალიჯური 70), დე ბრუინი, დოსტი (ბენდტნერი 83)

მწვრთნელი; დიტერ ჰეკინგი

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, ჰიროკი საკაი, სალიფ სანე, შულცი (ფელიპე 80), ანდრეასენი (ქარამანი 46), კიოტაკე, პრიბი, შმიდებახი, ხოსელუ (ბრიანი 46)

მწვრთნელი: მიხაელ ფრონცეკი

გოლები: 1:0 დოსტი (24), 2:0 პერიშიჩი (45), 2:1 ბრიანი (47), 2:2 სალიფ სანე (58)

გაფრთხილება: პრიბი (55), ვიერინია (88)

მსაჯი: ბრიხი

ბურთის ფლობა: 60-40, დარტყმა: 20 (4) – 15 (9), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 7-2, ჯარიმა: 7-15

ლევერკუზენი-ბაიერნი 2:0 (0:0)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბრტი, იედვაი, ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი (იურჩენკო 90), ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 75), რაინარტცი, როლფესი, სონი, კისლინგი (დრმიჩი 75)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, დანტე, ლამი (ალკანტარა 64), ვაიზერი, შტიდერი, გაუდინიო, ხავი მარტინესი (ბენატია 62), შვაინშტაიგერი, გიოტცე, პიზარო (გიორტლერი 72)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (55), 2:0 ბრანდტი (81)

გაფრთხილება: დანტე (71), რაფინია (87), ბელარაბი (87), შვაინშტაიგერი (89), ვაიზერი (90)

მსაჯი: დინგერტი

ბურთის ფლობა: 45-55, დარტყმა: 20 (8) – 9 (5), კუთხური: 12-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-6, ჯარიმა: 25-13

თეგებიბუნდესლიგა
0.182229