ფეხბურთი

1:02 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“წითელმა ეშმაკებმა” წაგებას მოუხშირეს

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტური დაძაბულობითა და უხეშობით გამოირჩა. პირველ სათამაშო დღეს 7 შეხვედრა გაიმართა და მსაჯებს 6 წითელი ბარათის ჩვენება მოუწიათ. გამოსარჩევია “ლესტერის” შესანიშნავი თამაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” სენსაციური მარცხი და სტივენ ჯერარდის გოლი, რომელიც მისთვის შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს “ენფილდზე”.


ტურის გახსნითი შეხვედრა “კინგ პაუერ სთედიუმზე” შედგა, სადაც “ლესტერმა” “ნიუკასლი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა. დუბლით გამოირჩა ლეონარდო ულოა, ხოლო ერთი გოლი მორგანმა გაიტანა. “ლესტერმა” ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და პრემიერლიგაში დარჩენის რეალური შანსები გაუხდა. სამაგიეროდ, უკანასკნელ პერიოდში საშინლად გამოიყურება “ნიუკასლი”, რაც ცხრილშიც აისახა. ჯონ კარვერის გუნდმა ზედიზედ მე-8 შეხვედრა წააგო და გასავარდნ ზონას 2 ქულითღა უსწრებს.

პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა კლუბმა ბირმინგემის “ასტონ ვილამ” შინ დაძაბულ ბრძოლაში სძლია “ევერტონს”. მასპინძლებმა პირველი ნახევარი კრისტიან ბენტეკეს დუბლით მოიგეს. 59-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 5 წუთში ტომ კლევერლიმ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მერსესაიდელებმა მატჩის ბოლოს ერთი გოლის გატანა შეძლეს – 92-ე წუთზე იაგიელკამ იხეირა.

“ლივერპულმა” შინ ერთ-ერთი აუტსაიდერი ქპრ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მასპინძლებმა ტაიმი ფელიპე კოუტინიოს გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა გაიბრძოლეს და 73-ე წუთზე წონასწრობა ლეროი ფერმა აღადგინა. მე-80 წუთზე “წითლებს” წინ გასვლა შეეძლოთ, თუმცა სტივენ ჯერარდს პენალტი გრინმა აუღო. 82-ე წუთზე ლონდონელებს ონიოჰა გაუძევეს და საბოლოოდ ვეღარ გაძლეს. გამარჯვების გოლი სტივენ ჯერარდმა გაიტანა, რომელმაც შესაძლოა ბოლო გოლი გაიტანა “ენფილდზე”...

დღის ბოლო შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” სენსაციურად დამარცხდა “ვესტ ბრომვიჩთან”. მასპინძლები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ერთდერთი გოლი მათ კარში გავიდა – 63-ე წუთზე ბრანტის დარტყმული ოლსონს მოხვდა და ბურთი დე ხეას კარში შევარდა. დარჩენილ დროში ყველაზე რეალური ეპიზოდი რობინ ვან პერსის ჰქონდა, რომელმაც მაიჰილს პენალტი ვერ გაუტანა. “იუნაიტედმა” ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგო. აღსანიშნავია, რომ “ვესტ ბრომვიჩმა” ზედიზედ მეორედ მოახერხა “ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვება.

უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა “სანდერლენდმა”, რომელმაც ხორდი გომესის პენალტებით მოახერხა გამარჯვების მოპოვება. “ვესტ ჰემმა” ნობლით პენალტით მოუგო “ბარნლის”, ხოლო “სუონსიმ” საკუთარ მოედანზე “სტოკს” სძლია.

ლესტერი – ნიუკასლი 3:0 (2:0)


ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (3-4-1-2): შმეიხელი, ვასილევსკი (დე ლაეტი 68), ჰუტი, მორგანი, კამბიასო (ჰემონდი 74), ჯეიმსი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, შლუპი, ვარდი, ულოა (კრამარიჩი 78).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

ნიუკასლი (4-3-1-2): კრული, უილიამსონი, კოლოჩინი, ჯანმაატი, დუმეტი, რ.ტეილორი (სიმ დე იონგი 58), კოლბეკი, გუტიერესი, სისოკო, ა.პერესი (არმსტრონგი 74), რივიერი (ანიტა 64).
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

გოლები: 1:0;3:0 ულოა (1;48 პენ.), 2:0 მორგანი (17).
გაფრთხილებები: ჯეიმსი – ჯანმაატი, გუტიერესი, უილიამსონი, დუმეტი
გაძევებები: უილიამსონი (62), ჯანმაატი (91).
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 19(7)-12(3), ჯარიმა: 10-13, კუთხური: 10-7, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-4

ასტონ ვილა – ევერტონი 3:2 (2:0)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გივენი, ვლაარი, ოკორე, ბაკუნა, რიჩარდსონი, ვესტვუდი, დელფი, კლევერლი, გრელიში, ნ’ზოგბია, ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი, ბერი, მაკკარტი, ლენონი, ნეისმიტი (ბარკლი 75), მირალაში (ოსმანი 75), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0;2:0 ბენტეკე (10;45), 2:1 ლუკაკუ (59 პენ.), 3:1 კლევერლი (64), 3:2 იაგიელკა (92).
გაფრთხილებები: ვლაარი, გივენი - კოულმენი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 11(4)-9(5), ჯარიმა: 13-12, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-1

ლივერპული – ქპრ 2:1 (1:0)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, ჩანი, ჯონსონი (მარკოვიჩი 84), ჯერარდი (ლეივა 89), ჰენდერსონი, კოუტინიო, ლალანა (აიბი 68), სტერლინგი, ლამბერტი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ქპრ (4-4-1-1): გრინი, კოლკერი (იუნი 46), დანი, ონიოჰა, ჰილი, ბარტონი, სანდრო, ფილიპსი, ჰენრი (ზამორა 71), ფერი, ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი

გოლები: 1:0 კოუტინიო (19), 1:1 ფერი (73), 2:1 ჯერარდი (87).
გაფრთხილებები: ჯერარდი, ლოვრენი – სანდრო, დანი, ონიოჰა, ოსტინი
გაძევება: ონიოჰა 82.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 25(8)-10(2), ჯარიმა: 9-18, კუთხური: 9-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-6

მე-80 წუთზე ჯერარდმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სანდერლენდი – საუთჰემპტონი 2:1 (1:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ოში (ვერჯინი 31), კოატესი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, კატერმოლი, ლარსონი (როდუელი 82), ხ.გომესი, ვიკჰემი, დეფო (ჯონსონი 82) , გრემი.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ.დევისი, იოშიდა, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, ვანიამა (ს.დევისი 66), ალდერვეირელდი, მანე (ელია 70), ლონგი (დურიჩიჩი 46), უარდ-პროუსი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0;2:1 ხ.გომესი (21 პენ;55 პენ.), 1:1 მანე (22).
გაფრთხილებები: ჯონსი, კატერმოლი – ვანიამა, პელე
გაძევება: უარდ-პროუსი 54.
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 12(6)-11(2), ჯარიმა: 12-13, კუთხური: 1-1, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-4

სუონსი – სტოკი 2:0 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, რანხელი, ნ.ტეილორი, კორკი, შელვი, დაიერი (კი 78), მონტერო (ბაროუ 90), სიგურდსონი, ოლივეირა (ემნესი 41).
მწვრთნელი: გარი მონკი

სტოკი (4-2-3-1): ბუტლანდი, უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ნ’ზონზი, ველანი, ადამი (აირლანდი 71), უოლტერსი (ოდემვინგე 80), არნაუტოვიჩი, დიუფი (კრაუჩო 80).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 მონტერო (76), 2:0 კი (92).
გაფრთხილებები: რანხელი – არნაუტოვიჩი, უილსონი
გაძევება: უილსონი 84.
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 16(4)-9(3), ჯარიმა: 9-18, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-2

ვესტ ჰემი – ბარნლი 1:0 (1:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ბურკი, კოლინსი, ჯენკინსონი, კრესველი, კუაიტე, ნობლი, ნოლანი (ნენე 79), დაუნინგი, ამალფიტანო, ე.ვალენსია (კ.კოული 82).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, მი, დაფი, ტრაიპერი, არფილდი, ჯონსი, მ.ტეილორი (ვოლასი 81), ბოიდი (კინი 46), ბარნსი (სორდელი 79), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლი: ნობლი 24 პენ.
გაფრთხილებები: ე.ვალენსია, ნობლი, დაუნინგი – ვოლასი, მი
გაძევება: დაფი 23.
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 28(6)-8(2), ჯარიმა: 11-7, კუთხური: 13-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-5

მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:0)


მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, სმოლინგი, მაკნაირი (ფალკაო 84), ბლინდი (დი მარია 63), ა.ვალენსია, ერერა, ფელაინი, რუნი, იანგი, მატა, ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი, ოლსონი, მაკოლი, ლესკოტი, დოუსონი, იაკობი, მულუმბუ (ბეირდი 76), დ.ფლეტჩერი, გარდნერი (უისდომი 89), ბრანტი, ბერაჰინო (ბრაუნი 80).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლი: ოლსონი 63.
გაფრთხილებები: მაკნაირი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 81%-19%, დარტყმა: 26(9)-6(3), ჯარიმა: 10-11, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-9

74-ე წუთზე ვან პერსიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

0.257053