ფეხბურთი

0:43 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძის მძიმე მარცხი

პორტუგალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ლისაბონის “ბენფიკამ” სტუმრად 5:0 გაანადგურა “ჟილ ვისენტე.”დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ავთანდილ ებრალიძემ, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს. პორტუგალიის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ჟილ ვისენტე” 23 ქულით მე-17 ადგილზეა.

ბელგიის ჩემპიონატის ევროპალიგის ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლი კლუბების “გენკისა” და “ბევერენის” დაპირისპირება შედგა. ალექს მაკლიშის გუნდმა შინ 7:1 დაამარცხა “ბევერენი.” თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია, ლუკა ზარანდია კი განაცხადში ვერ ვიხილეთ. ოთხგუნდიან ჯგუფურ ტურნირს, რომელიც ევროპალიგაში გამსვლელს გაარკვევს, 12 ქულით “მეხელენი” ლიდერობს, ამდენივე ქულა აქვს “გენკს,” ბურთების უარესი შეფარდების გამო კი მეორე ადგილზე შოტლანდიელის გუნდია.

უნგრეთის რანგით პირველი ლიგის 26-ე ტურში “სპარტაკუსმა” სტუმრად 2:1 დაამარცხა “აკადემი.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში დავით დარციმელიამ სრულად ითამაშა, ზურაბ არზიანი კი განაცხადში ვერ ვიხილეთ. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სპარტაკუსი” 30 ქულით მე-11 ადგილზეა.

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში “ოლმალიქმა” შინ 2:0 დაამარცხა “ქიზილქუმი.” გიორგი კვესიეშვილმა “ქიზილქუმის” მაისურით სრულად ითამაშა. უზბეკეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ქიზილქუმი” 7 ქულით მე-10 ადგილზეა.

სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგის 27-ე ტურში “ბიდვესტ ვითსი” საშინაო მატჩში “ბლექ ეისესს” დაუზავდა (2:2). მასპინძელთა განაცხადში არ იმყოფებოდა გიორგი ნერგაძე. სამხრეთ აფრიკის 16 გუნდიან პრემიერლიგაში “ბიდვესტ ვითსი” 46 ქულით მე-4 ადგილზეა.

0.115347