სხვა

20:18 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი მუშაობას 4 მაისიდან შეუდგება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც თავად ხეჩიკაშვილმა განაცხადა, იგი მინისტრის მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.

ხეჩიკაშვილისთვის მთავარია, რომ მთავრობამ ნდობა გამოუცხადა: “იმედია ამ ნდობას პარლამენტისგანაც მივიღებ”, - აღნიშნა ტარიელმა და კომენტარი სამინისტროს საკადრო პოლიტიკის შესახებაც გააკეთა – “ყველა პროფესიონალი დარჩება, ჩემთვის მთავარი ნიშანია პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი. ის ხალხი, ვინც ამ პარამეტრებს აკმაყოფილებს და ვიცი, რომ სამინიტროში ასეთი ბევრია, აუცილებლად დარჩება.”

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა 1 მაისს წარადგინა.

0.116716