ფეხბურთი

16:17 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყვეტილია: მემფისი პრემიელიგაში ითამაშებს

პსვ-ს სპორტული დირექტორის ფრენკ არნესენის განცხადებით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს შემტევის მემფის დეპაის პრემიერლიგაში გადასვლა 99.9%-ით გადაწყვეტილია. ფეხბურთელის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” ცდილობს.

“ჩემთვის 99.9%-ით გადაწყვეტილია. დეპაი პსვ-ში რამდენიმე სეზონის განმავლობაში მინახავს, იგი შესანიშნავ ფორმაშია და გაძლიერებას კვლავ აპირებს. ერედივიზიონში რთულია მისი შეჩერება. სხვა გუნდში თავიდან არ უნდა ველოდოთ მისგან ძალიან ბევრს, მაგრამ იგი ადაპტაციას გაივლის, რადგან დიდი ტალანტია და პრემიერლიგას კარგად მოერგება.” – განაცხადა არნესენმა.

დიდი ალბათობით, ერედივიზიონის გამორჩეული ფეხბურთელი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. “წითელ ეშმაკებს” ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვან გაალი წვთნის, რომელმაც მემფისს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის დროს დებიუტის საშუალება მისცა და მისი თამაშით მოხიბლულია.

0.123823