“მანჩესტერ სიტის” 29 წლის ნახევარმცველი დავიდ სილვა, შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. წყაროს ცნობით, “ბარსელონა” მზადა სილვას ტრანსფერში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” წარმომადგენლები მანჩესტერში იმყოფებოდნენ და “სიტის” მესვეურებთან სილვას კალატონიაში გადაბარგების საკითხს განიხილავდნენ.
მიმდინარე სეზონში დავიდ სილვამ “მანჩესტერ სიტის” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 11 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ნახევარმცველი “სიტის” ღირსებას 2010-წლიდან იცავს. ესპანელს მანჩესტერულ კლუბში სულ 157 მატჩი აქვს ჩატარეული და 32 გოლი გატანილი.