ფეხბურთი

14:16 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” ჩავის შენარჩუნება სურს

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ვეტერანი ფეხბურთელის ჩავი ერნანდესის შენარჩუნება კონტრაქტის დასრულებამდე სურს.

ესპანელს “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. ბოლო დროს ჩავის ევროპული მედია ყატარულ კლუბ “ალ-სადს” უკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი აზიელებს უკვე შეუთანხმდა და მომავალი სეზონიდან ახალ გუნდში იასპარეზებს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ნახევარმცველმა 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.121956