“მანჩესტერ იუნაიტედმა” კლუბის აკადემიის აღზრდილ, 19 წლის ბელგიელ ანდრეას პერეირასთან კონტრაქტს ხელი 2018-წლამდე მოაწერა. ამასთან დაკავშირებით “წითელის ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა აზრი გამოთქვა.
“ანდრეასთან კონტრაქტის გაფორმებით კმაყოფილი ვარ. მას გუნდისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მას შესწევს ძალა თავი ძირითადში დაიმკვიდროს”- ვან გალიის სიტყვებს მანჩესტერის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ანდრეას პერეირა 2011-2014 წლებში “მანჩესტერის” ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. 19 წლის ფეხბურთელის დებიუტი “მანჩესტერის” მთავარ გუნდში 2014 წელს ინგლისი თასზე “დონსის” წინააღმდეგ შედგა. ბოლოს კი “წითელი ეშმაკების” მაისურით ამა წლის 15 მარტს “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ითამაშა.