ფეხბურთი

11:08 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალი: “უნდა შევცვალოთ სეზონისთვის მზადების გეგმა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონს მიმდინარეზე უკეთ დაიწყებს.

ინგლისის პრემიერლიგის საწყის ექვს ტურში, მანჩესტერელებმა მხოლოდ 8 ქულა აიღეს, რის გამოც ისინი პირველი ადგილისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ამაში დამნაშავე წინასასეზონო მზადებაა.

“ჩემპიონატს სათანადო მზადყოფნაში ვერ შევხვდით. ახლა ამერიკულ შეკრებაზე ორი ძირითადი ბაზა გვექნება, თამაშებზე თვითმფრინავით კი არა, ავტობუსით ვივლით. ასე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, მომავალი სეზონისთვის ბევრად უფრო ხარიასხიანად მოვემზადებით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია” - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

გარდა ამისა, წარუმატებლობაზე საუბრისას ვან გაალმა ყურადღება სატრანსფერო პოლიტიკაზეც გაამახვილა: “გარდა მოსამზადებელი ეტაპის გაუმჯობესებისა, აუცილებელია უფრო დაბალანსებული სატრანსფერო პოლიტიკა ვაწარმოოთ. თუ ამ ყველაფრის რეალიზება მოხდება, მაშინ სეზონიც უკეთესი გამოვა”.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, “მანჩესტერი” მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

0.115681