ჭადრაკი

0:07 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონებს საკრებულოში უმასპინძლეს!

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩვენი ჩემპიონების საზეიმო მიღება გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა ჩემპიონ გუნდს: ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, ნინო ბაციაშვილს, სალომე მელიას, მათ კაპიტანს, დავით ჯოჯუას, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს გამარჯვება მიულოცეს, მადლობის სიგელები, საჩუქრები გადასცეს და წარმატება უსურვეს.

“ეს გამარჯვება დიდი სახელია ჩვენი ქვეყნისთვის, წინგადადგმული ნაბიჯია და იმედი, რომ ქართული საჭადრაკო ტრადიცია, მომავალში სწორედ ასეთი გამარჯვებებით გაგრძელდება”, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

გამარჯვებული მოჭადრაკეების მიღება საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით გაიმართა.

“მადლობა ჩვენს ნაკრებს იმ სიხარულისთვის, რომელიც ამ გამარჯვებით ჩვენს ქვეყანას მოუტანეს. მინდა გოგონებს წინსვლა და წარმატება ვუსურვო”, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.

0.129088