აზერბაიჯანის ჩემპიონატის 32-ე ტურში ზაქათალას “სიმურგმა” ბაქოს “ინტერს” უმასპინძლა. ქართველი მწვრთნელების დაპირისპირება კახა ცხადაძის გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
გიორგი ჩიხრაძის გუნდი ფინანსურ კრიზის განიცდის. როგორც azerisport.com იუწყება, “სიმურგის” ფეხბურთელები სეზონის ბოლომდე ვერ მიიღებენ ანაზღაურებას. მოთამაშეებმა ხელმძღვანელობის მიმართ პროტესტი უჩვეულოდ გამოხატეს. მატჩის დაწყებისას თერთმეტივე მოთამაშე მინდორზე დაჯდა.
https://www.youtube.com/watch?v=coMBxKK9eJw
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, “ინტერის” შემადგენლობაში ამისულაშვილმა და სალუქვაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს, სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ბაჩანა ცხადაძე, რომელიც შესვენებისას შეცვალეს. გიორგი ლომაია ტრავმის გამო ვერ ეხმარება კლუბს.
აზერბაიჯანის 10 გუნდიან პრემიერლიგაში ბაქოს “ინტერი” 56 ქულით მე-2 ადგილზეა, “სიმურგი” კი 45 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.