ფეხბურთი

20:05 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერის უარი ჩეხს

ლონდონის “არსენალი” პეტერ ჩეხის შეძენა არ აპირებს. არსენ ვენგერმა “ჰალთან” დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დადებითად დაახასიათა გუნდის მეკარეები. მისი თქმით “არსენალს” მეკარის პოზიციაზე გაძლიერება არ სჭირდება.

“მჯერა ჩემი გუნდის მეკარეების. ვოიცეხ შჩესნი კარგი მეკარეა, ბრწყინვალე სეზონს ატარებს დავიდ ოსპინა. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ, გაძლიერებას არ ვსაჭიროებთ.

პრემიერლიგაში ბევრი ძლიერი მეკარე თამაშობს, ერთ-ერთი მათგანი კი ნამდვილადაა ოსპინა”, - აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაცია ჩეხი მეკარის “არსენალში” გადასვლის შესახებ, თუმცა ჩრდილოლონდონელები “ჩელსის” სათადარიგო მეკარის ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებენ.

0.112955