“ლივერპული” მზადაა რაჰიმ სტერლინგი 50 მილიონ ფუნტად გაყიდოს. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სტერლინგის გაყიდვით მიღებული ფულით, “ლივერპული” “ასტონ ვილადან” კრისტიან ბენტეკეს, პსვ-დან მემფის დეპაის და “სიტიდან” ჯეიმს მილნერის შეძენას აპირებს. მილნერს ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
მიმდინარე სეზონში 20 წლის სტერლინგმა პრემიერლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.