მექსიკური “კერეტაროს” ფეხბურთელის რონალდინიოს აგენტმა და ამავდროულად მისმა ძმამ რობერტომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი ზაფხულიდან ახალი კლუბის მოძებნას შეუდგება. რონის მექსიკელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.
“რონალდინიო ზაფხულამდე “კერეტაროს” ღირსებას დაიცავს, შემდეგ კი ახალი გუნდის ძიებას შევუდგებით. აშშ-ს ჩემპიონატს მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება, თუმცა ჯერჯერობით ამერიკიდან არავინ დამკავშირებია.” – განაცხადა რონის ძმამ.
მიმდინარე სეზონში რონალდინიომ მექსიკური გუნდის რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.