კალათბურთი

15:07 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიუ უიგინსი საუკეთესო ახალწვეულად დაასახელეს

ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის საუკეთესო ახალწვეულად “მინესოტა ტიმბერვულვზის” 19 წლის ფორვარდი ენდრიუ უიგინსი დაასახელეს.

2014-15 წლების ნბა-ს სეზონში უიგინსმა 82 მატჩი ჩაატარა. ენდრიუ საშუალოდ ერთ მატჩში 16.9 ქულას, 4.6 მოხსნას და 2.1 პასს აგროვებდა.

0.113909