კალათბურთი

14:12 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

უიგინსი საუკეთესო ახალბედაა

“მინესოტა ტიმბერვულვზის” ფორვარდი ენდრიუ უიგინსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედად დასახელდა.

გამოკითხვაში მონაწილე 130 ჟურნალისტიდან 110-მა ხმა სწორედ უიგინსს მისცა, მე-2 ადგილზე “ჩიკაგო ბულზის” ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი გავიდა, მესამეზე კი – “ფილადელფია სიქსერზის” ცენტრი – ნერლენს ნოელი.

უიგინსი პირველი კანადელი კალათბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო.

0.114381