თუკი ამ ვებ-გვერდს ხშირად სტუმრობთ და ფეხბურთიც გიყვართ, მაშინ მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი ვინაა რომ არ იცოდეთ - წარმოუდგენელია. ამის პარალელურად, წესით და რიგით, ლონდონის “არსენალის” გოლკიპერი, დავიდ ოსპინაც გეცოდინებათ. და რა აკავშირებს ამ ორ ჯეელს ცაფირუზხმელეთოვანი სამშობლოს გარდა? ახლავე მოგახსენებთ...
საქმე ისაა, რომ დავიდის და, დანიელა ოსპინა, ხამეს როდრიგესის მეუღლე გახლავთ და მისი სხეულის ფორმებით მთელს მადრიდს თრგუნავს და ააბდლებს. ამას გარდა, ეს ჩვენი დანიელა საკმაოდ ეპატაჟური ვინმეც გახლავთ და ისეთ განცხადებებს აკეთებს, “ყვითელ” მოკალმეებს პირდაპირ კლავიატურაზე უზით ავლაბრელი მოკლე გივიას არღნის ჩიტივით.
სხვათა შორის, ხამეს როდრიგესის ცოლი, და დავიდ ოსპინას დაიკო, მხოლოდ თავისი მატრაკვეცობით როდი გახდა პოპულარული. დანიელაც საკმაოდ ცნობილი სპორტსმენია და ფრენბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს. მოკლედ, რძალი, სიძე და ცოლისძმა დიდ სპორტულ ამბებსა და გაწამაწიაში არიან და გამარჯების ქალღმერთ ნიკეს ბინა ხომ საერთოდ მათ ოჯახში აქვს დადებული.