ტურინის “იუვენტუსს” ფრანგი ლიდერი პოლ პოგბა უბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. იტალიელი ჟურნალისტების თქმით, 22 წლის ნახევარმცველი ვარჯიშს ოთხშაბათს განაახლებს. ხოლო 13 მაისს, “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში დიდი ალბათობით, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაშიც იქნება.
პოლ პოგბა 18 მარტს, “დორტმუნდთან” მატჩისას დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფება.