სხვა

10:13 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინეს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი და საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მფლობელია. ასევე, ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრი.

მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა. კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურები დასამტკიცებლად ჯერ პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ კი პარლამენტს. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცედურების გავლა მოკლე დროში მოხერხდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტი ორი დღის წინ დატოვა ლევან ყიფიანმა, რომელიც სამინისტროს 2012 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.

0.122324