ფეხბურთი

2:30 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” “ვალენსიას” დაეწია

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის მე-4 საგზურისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა. ოთხშაბათს “სევილიამ” გასვლაზე “ეიბარი” დაამარცხა, ხოლო “ვალენსიამ” მადრიდში “რაიო ვალეკანოსთან” ქულები გაიყო და კონკურენტს დაწევის საშუალება მისცა.

პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. დანიელ პარეხოს, ალვარო ნეგრედოს, ანდრე გომეშსა და როდრიგო მორენოს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ან ტონიო თამაშობდა კარგად, ანაც “ღამურები” სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში. სამაგიეროდ, კურიოზული გოლი გავიდა “ვალენსიას” კარში. მე-19 წუთზე ემბარბამ შორი მანძილიდან სუსტად დაარტყა, დიეგო ალვეში ბურთს ხელებში იჭერდა, თუმცა ბრაზილიელმა მეკარემ მზის გადამკიდე ბურთი ვერ დაინახა და ბურთი მისი კარის ბადეში აღმოჩნდა.

“ლოს ჩემ” მეორე ტაიმის აქტიურად დაიწყო და 59-ე წუთზე პარეხოს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა მოიგერია. სამ წუთში სტუმრებს მოგების დიდი შანსი გაუჩნდათ - ანდრე გომეში, რომელიც მეკარესთან პირისპირ იყო, მორსილიომ წააქცია. სტუმართა კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, ხოლო მადრიდელი მცველი გაძევებული იქნა მოედნიდან. სტანდარტული პარეხომ უნაკლოდ შეასრულა და 66-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, მადრიდელები ყრუ დაცვაში არ ჩამდგარან და 73-ე წუთზე გაელ კაკუტას დარტყმის შემდეგ დიეგო ალვეშმა იხსნა “ვალენსია”. 77-ე წუთზე ვიკანდი გარიდომ მორიგი წითელი ბარათი ააფრიალა, მან არასპორტული საქციელის გამო როდრიგო მორენოს მიუთითა გასახდელისკენ. დარჩენილ დროში სტუმრებს ორი 100%-იანი საგოლე შანსი ჰქონდათ, 85-ე წუთზე სოფიან ფეგულის თავური დარტყმული ტონიომ მოიგერია კუთხურზე, ხოლო 93-ე წუთზე პაკო ალკასერმა ეგოისტურად ითამაშა, ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ნეგრედოს პასი არ მისცა, თვითონაც ცუდად გაისარჯა და თავის გუნდის უკანასკნელი შანსი ქარს გაატანა – 1:1. “ვალენსიასა” და “სევილიას” 69-69 ქულა აქვთ და უკეთესი ურთიერთშეხვედრების წყალობით მე-4 ადგილს “ღამურები” იკავებენ.

34-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ლოს კარმენესზე” შედგა, სადაც “გრანადამ” მინიმალური სხვაობით წააგო “ესპანიოლთან” და შეიძლება ითქვას, რომ ამით სეგუნდაში თამაში გამოიწერა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ანდალუსიური კლუბი სამშვიდობო ზონას 6 ქულით ჩამორჩება.

რაიო ვალეკანო – ვალენსია 1:1 (1:0)


მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, მორსილიო, ნაჩო (ინსუა 53), ზე კასტრო, ტიტო, ფატაუ, ტრაშორასი, ბუენო (ქუინი 67), ემბარბა (აკინო 89), კაკუტა, მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ვალენსია (4-3-3): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი (ალკასერი 69), გაია, ბარაგანი, პერესი, გომეში (დე პაული 82), პარეხო, როდრიგო, პიატი (ფეგული 46), ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 1:0 ემბარბა (19), 1:1 პარეხო (66).
გაფრთხილებები: ტონიო, ფატაუ – ფეგული
გაძევებები: მორსილიო (62) – როდრიგო (77)
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 9(3)-13(5), ჯარიმა: 21-15, კუთხური: 4-8, თამაშგარე: 5-2 სეივი: 4-2

გრანადა – ესპანიოლი 1:2 (0:1)


გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, კალა, მაინცი, ე.ინსუა, ნიომი, რ.პერესი, იტურა (პიტი 54), იბანესი (ბანგურა 63), მარკესი, კანდეიასი (კორდობა 71), ისააკი.
მწვრთნელი: აბელ რესინო

ესპანიოლი (4-4-2): კასილია, კოლოტო, ალვარო, არბილია, ფუენტესი, ვ.ალვარესი (მონტანესი 69), ხ.ლოპესი, ვ.სანჩესი (კანიასი 90), ლუკასი, სტუანი (კაისედო 76), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები 0:1 ს.გარსია (45), 1:1 მაინცი (73), 1:2 მონტანესი (85)
გაფრთხილებები: კანდეიასი, ლ.მარტინსი (ს.ს.) – ფუენტესი, ს.გარსია, კასილია
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 16(4)-7(3), ჯარიმა: 19-12, კუთხური: 8-1, თამაშგარე: 1-5 სეივი: 1-3

თეგებილა ლიგა
0.174509