სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

17:25 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის სტამბოლური მიჯნა

33 წლის შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში ფინელი იარკო ნიემინენი 6:2, 7:5 დაამარცხა და გრუნტისსაფარიან კორტზე კარიერის განმავლობაში 200-ე მოგება იზეიმა. როჯერი მოქმედ ჩოგბურთელთაგან მეშვიდეა, რომელმაც ეს ზღვარი გადალახა.

მოქმედ მოთამაშეთაგან გრუნტის კორტზე ყველაზე მეტი მოგება რაფა ნადალს აქვს (329), 200-ზე მეტჯერ კი დავიდ ფერერს (294), ნიკოლას ალმაგროს (252), ტომი რობრედოს (251), ხუან მონაკოს (220) და ალბერტ მონტანიესს (202) აქვთ.

ფედერერს რაც შეხება, სტამბოლის ტურნირის მეოთხედფინალში ესპანელ დანიელ ხიმენო-ტრავერს შეხვდება. ნიემინენის ძლევის შემდეგ კი როჯერმა შემდეგი განაცხადა: „თურქეთში პირველმა წარმატებამ ძალიან გამახარა. ერთი დღე დავისვენებ, სტამბოლის ღირსშესანიშნაობებს დავათვალიერებ, პარასკევს კი კიდევ ერთ მოგებას შევეცდები“.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118969