ფეხბურთი

15:46 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრებმა ჰუფნაგელი გამოარჩიეს

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერზე, გულშემატკივართა გამოკითხვით, გერმანიის მესამე ლიგის 34-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკას ჰუფნაგელი დასახელდა.

ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივართა 65,6 პროცენტმა დაასახელა საუკეთესოდ. მეორე ადგილზე 23,4 პროცენტით “ვეენის” ფეხბურთელი ხოსე ვინგუდიზა გავიდა, მესამეზე კი - ბილეფილდის “არმინიას” მოთამაშე კრიტოფ ჰემლეინი.

შეგახსენებთ გასულ ტურში “უნტერჰაჰინგმა” გასვლაზე 3:1 დაამარცხა “შტუტგარტის” სარეზერვო გუნდი. გამარჯვებულთაგან ლუკას ჰუფნაგელმა დუბლი შეასრულა.

https://www.youtube.com/watch?v=wMjXvTljuIQ

გერმანიის მესამე ლიგის 20 გუნდიან ჩემპიონატში “უნტერჰაჰინგი” 35 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ქულით უსწრებს.

0.121995