გერმანიის საკალათბურთო ნაკრების ლიდერ დირკ ნოვიცკის ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება, ითამაშებს თუ არა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე. აღნიშნულის შესახებ Sportando.com იუწყება.
როგორც ირკვევა, 36 წლის ფორვარდი, რომელიც არაერთი წელია, “დალას მავერიქსის” ღირსებას იცავს, თავის ვერდიქტს უახლოესი კვირეების განმავლობაში გააცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელთა მეტოქეეები ესპანეთი, თურქეთი, სერბეთი, იტალია და ისლანდია იქნებიან, თამაშებს კი ბერლინი მიიღებს, რამაც, შესაძლოა, დირკის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონიოს.