ლონდონის “ტოტენჰემი” მზადაა “საუთჰემპტონს” საინტერესო წინადადებით მიმართოს, რათა მისი ფრანგი ნახევარმცველი მორგან შნეიდერლენი გაიფორმოს.
“წმინდანები” საკვანძო ჰავბეკის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქას ითხოვენ, მაგრამ ლონდონელები ამხელა თანხის გადახდას არ გეგმავენ. ბოლო დროს მათ იმდენი ფეხბურთელი შეიძინეს, რომ ახლა მათი ნაწილის გასხვისების დრო დადგა.
The London Evening Standard-ის ცნობით, “ტოტჰენმის” ბოსები “საუთჰემპტონს” გაცვლის ვარიანტს შესთავაზებენ, გარკვეული თანხის დამატებით. ლონდონელები შნეიდერლენის სანაცვლოდ ორიდან ერთ ნახევარმცველს - ენდროს ტაუნდსენს, ან ბენჟამინ სტამბულის შესთავაზებენ. ვარაუდობენ, რომ თავად მორგანი რამდენიმე ვარიანტიდან არჩევანს სწორედ “უაიტ ჰარტ ლეინზე” გადასვლაზე შეაჩერებს, რადგან თავის დროზე გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოსთან წარმატებით მუშაობდა.
შნეიდერლენის შეძენა “ტოტენჰემის” გარდა ლონდონის კიდევ ორ კლუბს - “ჩელსის” და “არსენალს” სურთ.