ფეხბურთი

11:57 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ESPN: “თუ დე ხეა “რეალში” წავა, “მანჩესტერი” ლორისს გაიფორმებს”

“მანჩესტერ იუნაიტედი”, გუნდიდან ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეას წასვლის შემთხვევაში, კონტრაქტს ფრანგ კარის დარაჯს, უგო ლორისს გაუფორმებს.

მაგრამ “წითელი ეშმაკების” პრიორიტეტი დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა და ამისათვის მზად არიან, 24 წლის ესპანელს ანაზღაურების სახით კვირაში 200 ათასი გირვანქა გადაუხადონ. მაგრამ დე ხეას ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი გრძელდება.

ლონდონის “ტოტენჰემის” კაპიტან უგო ლორისს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და გუნდის გამოცვლის სურვილსაც არ მალავს. ESPN-ის ცნობით, მანჩესტერელებს ლორისთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია კონტროლს ქვეშ აქვთ და თუკი დე ხეას საბოლოოდ წასვლას გადაწყვეტს, მას საფრანგეთის ნაკრების 28 წლის მეკარით შეცვლიან.

მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვარაუდებია და ყველაფერი დე ხეას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

0.119438