ფეხბურთი

10:57 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “ნებისმიერი გუნდი ისურვებდა ჩვენს ადგილზე ყოფნას”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ხარისხობრივად არცთუ კარგი მორიგი თამაშის შემდეგ ამბობს, რომ მას კრიტიკოსების აზრი არ აინტერესებს.

“სტემფორდ ბრიჯზე” გულშემატკივრები უფრო ხშირად ასრულებენ სიმღერას “მოსაწყენი, მოსაწყენი” ჩელსი”. ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში, გუნდმა “ლესტერთანაც” ვერ აჩვენა კარგი თამაში, მაგრამ მატჩის მიწურულს გატანილი გოლებით 3:1 იმარჯვა და ჩემპიონობამდე თითქმის აღარაფერი აშორებს.

“სხვა ადამიანები არ მჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი მდებარეობა განვსაზღვრო. კარგად ვიცი, სადაც ვიმყოფებით. ნებისმიერი გუნდი ისურვებდა ჩვენს ადგილზე ყოფნას. “სტემფორდ ბრიჯი” იმისთვის უნდა მოემზადოს, რომ ჩემპიონის ტიტულისკენ გვიბიძგოს. გვსურს, რომ ჩემპიონობა საკუთარი გულშემატკივარის თვალწინ, მომავალ უქმეებზე ვიზეიმოთ”, - განუცხადა მოურინიომ შკყ შპორტს-ს.

“ჩელსი” 80 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს 13-13 ქულით უსწრებს, მაგრამ მის თანაქალაქელ “არსენალს” ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამრიგად, თუ “ჩელსი” 3 მაისს “კრისტალ პალასს” დაამარცხებს, პრემიერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ინგლისის ჩემპიონი იფიციალურად გახდება.

მოურინიომ “ლესტერთან” მოგებული შეხვედრაც შეაფასა და საკუთარი შეგირდების ხასიათი შეაქო: “ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია. მათ 4 უკანასკნელ შეხვედრაში, 12 შესაძლებლიდან 12 ქულა აიღეს, თამაშობდნენ საკუთარ მოედანზე დიდი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენც მდევრის როლში აღმოვჩნდით. ჩემი შეგირდები არ დანებდნენ და ფანტასტიკურ შეხვედრაში ჯერ წონასწორობა აღადგინეს, მერე კი, მეტოქეს გამარჯვება გამოგლიჯეს. “ლესტერის” მსგავსი სახიფათო გუნდების დამარცხება იოლი როდია და ჩვენ ეს შევძელით”.

0.111427